კომპანიის შესახებ

     ღვინის მწარმოებელი კომპანია, „ხომლის მარანი“ დარსდა 2010 წელს. კომპანიის დაარსების მიზანს წარმოადგენს აწარმოოს ბიო/ორგანული ქვევრის ღვინოები უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდებით.
     ვენახები გაშენებულია მისტიური ხვამლის მთის ფერდობზე, რომელიც მუშავდება ტექნიკის გამოყენების გარეშე, მხოლოდ ხელით. ვაზის მოყვანის და ღვინის დაყენების ჩვენი უძველესი ტრადიცია თარიღდება ძვ. წ. 5604 წლით, ეს არის წარღვნის შემდეგი პირველი წელი. ამ წლის აღმნიშვნელი პიქტოგრამები აღმოჩენილია ხვამლის მთაზე.

ევროკავშირის ბიოსერტიფიკატი

     ღვინის კომპანია „ხომლის მარნის“ ვენახები გაშენებულია ლეჩხუმში, სოფ. ოყურეშში, უსახელოურის გაშენების მიკრო ზონაში. ჩვენი ვენახები მუშავდება ბუნებრივი, ბიოლოგიური სასუქებითა და ბიოპრეპარატებით. ვენახსა და მარანს მინიჭებული აქვს ევროკავშირის ბიოსერტიფიკატი.

ხომლის მთის პიქტოგრამები

     ხომლის მთა, როგორც მისტიკური და იდუმალი ადგილი, არაერთ ლეგენდაში, თქმულებასა და გადმოცემაში გვხვდება. ის ქართულსა და ანტიკურ ისტორიულ წყაროებშიცაა ნახსენები, კერძოდ, ,,ქართლის ცხოვრების ,, მიხედვით: ,,ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“. გადმოცემით აქ ქართველ მეფეთა განძთსაცავი ყოფილა.

საქართველო ღვინის აკვანი

საქართველოში ქვევრის ღვინის დაყენება 8000 წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ. მასში ბუნებრივად და ქრონოლოგიურად მიმდინარეობს ის ქიმიური პროცესი, რაც ქარხნულ წარმოებაში სპეციალურ დანადგარებსა და დანამატებს საჭიროებს.

ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს.

ძვ.წ. 6000-5800 წლით დათარიღებული ადრეული ნეოლითის პერიოდის ღვინის ნიმუშები საქართველოში, გადაჭრილი გორასა და შულავერის გორას არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.  აღმოჩენილი ნიმუშები შეიცავს ღვინის მჟავას, რომელიც მხოლოდ ევრაზიული ვაზისთვის და მისგან დაყენებული ღვინისთვის არის დამახასიათებელი.  ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ საქართელოს მეღვინეობის 8000 წლის ისტორია აქვს.
© 2021 Khomlis Marani. ვებდეველოპმენტი GT-studio